პერსონალური ასისტენტის მუნიციპალური პროგრამის შემუშავების მიზნით, ათეა-მ სამუშაო შეხვედრა გამართა

2024-10-04

პერსონალური ასისტენტის პროგრამის ძირითადი ჩარჩოს შემუშავების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა.

მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთან ერთად, შეხვედრაში ჩართულნი იყვნენ ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები - თამარ კურტანიძე და ნიკოლოზ როსებაშვილი, ასევე ექსპერტები - ნინო ზურაბიშვილი და ალექსანდრე სვანიშვილი.

სხდომაზე დეტალურად მოხდა დელეგირებული უფლებამოსილების ასპექტების განხილვა, რის შემდეგაც მხარეები პერსონალური ასისტენტის პროგრამის ძირითად ჩარჩოზე შეთანხმდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ათეა მზადყოფნას გამოთქვამს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს პროგრამის დანერგვის პროცესში და წევრ მუნიციპალიტეტებს მეთოდოლოგიური დახმარება გაუწიოს შესაბამისი დოკუმენტებისა და ინსტრუმენტების შექმნაში.

აღსანიშნავია, რომ პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება მუნიციპალიტეტებმა 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა უზრუნველყონ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.