მიმდინარეობს დამუშავება

ტრანსასაზღვრო თანამშრომლობა

                                                                                                             

2009 წელს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ და სომხეთის თემთა კავშირმა კავკასიის რეგიონში პირველი ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობის გაერთიანება - ევრორეგიონი “ევროკავკასია” შექმნეს, რომელიც საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ განლაგებულ 4 ქართულ მუნიციპალიტეტს და 2 სომხურ მაზრას მოიცავს.

ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს სასაზღვრო მუნიციპალიტეტების განვითარებას და მხარი დაუჭიროს კონკრეტული პროექტების განხორციელებას, რომლებიც ორიენტირებულია მცირე ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

 

იხილეთ, თანამშრომლობის მემორანდუმი