ათეა-ს ორგანიზებით, დუშეთისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში გარემოს დაბინძურების პატრულირების აქტივობები გაიმართა

2024-10-11

ათეა, პროექტის "EcoYOU: ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე აზროვნება ეკომეგობრული ქცევისათვის" ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო აქტივობებს განაგრძობს. ამჯერად სემინარები 9 და10 ოქტომბერს  დუშეთისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის მოეწყო.   

ღონისძიებების მიზანს  შავი ზღვის აუზის ქვეყნებში დაბინძურების ფორმების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, კერძოდ,  დაცული ტერიტორიებისა და მდინარეების გაუდაბურების, ასევე ცირკულარული ეკონომიკის, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გაცნობა წარმოადგენდა.  

სემინარების შემდეგ მოეწყო გარემოს დაბინძურების პატრულირების აქტივობები, რომლებიც ჟინვალის წყალსაცავისა და  ხაშურის განვითარების ოფისის მიმდებარე ტერიტორიებზე  განხორციელდა. ღონისძიებებში ახალგაზრდებთან  ერთად ჩართულნი იყვნენ  ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები - ტატიანა ბოკუჩავა და ლაშა არჩვაძე, ასევე ასოციაციის საერთაშორისო პროექტების განვითარების მენეჯერი მარიამ ჯინჭარაძე.  

სემინარები და აქტივობები ათეა-ს ორგანიზებით, მასპინძელი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერითა და გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართა.  

აღსანიშნავია, რომ პროექტს, რომელიც შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა) ახორციელებს.  

პროექტის მიზანია  თემებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ჩართულობის დონის გაზრდა გარემოს დაცვის აქტივობებში, განსაკუთრებით მდინარეების, ტბებისა და ზღვის სანაპიროებზე მიკროპლასტმასის რაოდენობის შემცირების ნაწილში.

პროექტი "EcoYOU" ითვალისწინებს ტრანსნაციონალურ  თანამშრომლობას გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საჯარო მოხელეებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის. პროექტის მთავარი ამოცანაა საერთო რესურსების გამოყენებითა და გამოცდილებების გაზიარებით ეფექტურად გადაჭრას დაბინძურების პრობლემები.