მიზანი: საზოგადოების მაღალი ჩართულობით, შედეგების შეფასებით და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ კარგი პრაქტიკის ურთიერთგაზიარებით საქართველოს რეგიონებში კარგი მმართველობის დამკვიდრების ხელშეწყობა.
ამოცანები:
• კარგი მმართველობის, გამჭვირვალობის და მოქალაქეთა მონაწილეობაზე დამყარებული პოლიტიკის პროცესის ხელშეწყობა საქართველოს მუნიციპალიტეტებში;
• საქმიანობის ეფექტურობის შეფასების სისტემის შემოღება ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში;
• ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა მოქალაქეთა მონაწილეობის და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საკითხებზე.
დონორი: ევროპის კავშირი
სამიზნე ჯგუფი/არეალი: საქართველოს მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები
პარტნორები:
კვლევითი ცენტრი - PMC (საქართველო)
ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაცია (ლატვია)
განხორციელების ვადა: 2018-2021