CEMR -ი პროექტის ,,ქალები პოლიტიკაში“ ფარგლებში, კვლევის პირველ შედეგებს აქვეყნებს

2024-01-08

ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭო (CEMR) პროექტის ,,ქალები პოლიტიკაში“ ფარგლებში, აქვეყნებს კვლევის პირველ შედეგებს.

CEMR -ის მიერ წარმოდგენილია 2 ინფოგრაფიკა, სადაც თანამდებობებზე არჩეული ქალების პორტფოლიოები და ქალი პოლიტიკოსების მიმართ ძალადობის ანონიმური კვლევის შედეგებია ასახული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ჩართულობით, აღნიშნულ კვლევაში, საქართველოს მუნიციპალიტეტებმაც მიიღეს მონაწილეობა.

პირველი ინფოგრაფიკა იკვლევს 41 ქვეყანაში, ხელისუფლების სხვადასხვა სუბნაციონალურ დონეზე ქალთა წარმომადგენლობას არჩეულ თანამდებობის პირებს შორის. კვლევა, ასევე ასახავს ადგილობრივ დონეზე გამართული თემატური პორტფოლიოების განაწილებას.

მეორე ინფოგრაფიკაში კი, მოცემულია, ძალადობის შემთხვევებზე, ანონიმური გამოკითხვის შედეგები, რომელშიც 31 ქვეყნიდან, 2242 თანამდებობაზე არჩეული ქალი იყო ჩართული.

ანგარიშის დასკვნის მნიშვნელობაზე ისაუბრა CEMR-ის გენდერისა და მრავალფეროვნების ოფიცერმა, ანალიზ კოესენსმა.

მისი განცხადებით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემები იქნება ღირებული დისკუსიების წარმართვისას, რაც, ასევე ქალებისთვის უკეთესი, ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

იხილეთ კვლევის შედეგები