ნინო რუხაძემ CEMR -ის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

2021-12-20

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), მიერ ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში (CEMR) წარდგენილმა წევრმა, (CEMR) ვიცე- პრეზიდენტმა და თბილისის საკრებულოს წვერმა - ნინო რუხაძემ, CEMR -ის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.


შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა, CEMR -ის გენერალური მდივნის არჩევნების პირველი ეტაპი გაიმართა, სადაც აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატის შერჩევის შესახებ იმსჯელეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სხდომა, რომელიც არჩევნების მომდევნო ეტაპს მოიცავს, რამდენიმე კვირაში ჩაინიშნება.

ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR) უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ ასოციაცია (NALAG) ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს 2010 წლიდან შეუერთდა.