საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა

2021-12-02

მუნიციპალიტეტების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ გამოცხადებული საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021 წლის საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა 8 დეკემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა საქართველოს ათივე რეგიონს მოიცავს და მუნიციპალიტეტებში საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენასა და სხვა თვითმმართველი ერთეულებისთვის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021 წლის საკონკურსო თემებს :

1. მოქალაქეთა მონაწილეობა;

2. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება;

3. გენდერული თანასწორობა და ადამიანის უფლებები ადგილობრივ დონეზე;

4. ღია მმართველობა, გამჭვირვალობა და ინფორმაციის საჯაროობა;

5. ახალგაზრდების გააქტიურების, მობილიზაციის და ჩართულობის ხელშეწყობა;

6. კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა;

7. მდგრადი ურბანიზაცია, რევიტალიზაცია და მწვანე ურბანული ეკონომიკა;

8. COVID -19 ვაქცინაციის ხელშეწყობა და პოსტ-კოვიდ აღდგენა.