შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტის ფარგლებში პარტნიორთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა

2020-06-03

შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტის - "მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა-შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები" ფარგლებში მუშაობა გრძელდება.

აღნიშნული პროექტის პარტნიორთა მეოთხე შეხვედრაში, რომელიც  26-27 მაისს ონლაინ რეჟიმში წარიმართა,  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე პროექტის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და  იმ ამოცანებსა და მიმართულებებზე ისაუბრეს, რასაც ,,black sea cooperation’’ ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის პარტნიორთა მეოთხე შეხვედრა და მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია, ბათუმში, 2020 წლის მაისში ერთობლივად უნდა გამართულიყო, თუმცა მსოფლიოში არსებული COVID 19-ის პანდემიის გამო, კონფერენცია გარკვეული ვადით გადაიდო.  

პროექტი ,,მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელსაც ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ორგანიზაციების კავშირი (UBBSLA) საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG), ასევე რუმინეთის, საბერძნეთის, მოლდოვისა და უკრაინის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს, 2018 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება.