მეთიუ მორი სოფელ ოძისში არსებულ ვითარებას გაეცნო

2023-11-27

საქართველოს, ევროსაბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივანი, მეთიუ მორი სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში, კონგრესის წარმომადგენელი, ათეას აღმასრულებელი საბჭოსა და დედაქალაქის საკრებულოს  წევრთან, ლევან ჟორჟოლიანთან, ასევე  საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელთან,  მარიტე მორასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში იმყოფებოდა.

ათეასა და საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაციის წევრები, საოკუპაციო ხაზს მიღმა არსებულ ვითარებას და აღნიშნულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების  მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ.

სოფელ ოძისში ვიზიტამდე, დელეგაციამ შეხედრები გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრის მოადგილესთან,  ლაშა დარსალიასთან და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლთან, ნიკო თათულაშვილთან, სადაც მხარეებმა სახვადასხვა თემების ირგვლივ, ევროსაბჭოს კონგრესისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. 

კონგრესის გენერალური მდივანი მეთიუ მორი, ევროსაბჭოს კონგრესის პროექტის     ,, მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" დახურვას დაესწრება, რომელიც დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართება.