ათეა აცხადებს ვაკანსიას – აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე

2023-10-10

ააიპი "საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია” აცხადებს ვაკანსიას – აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის N142

სამუშაო განაკვეთი - სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

· უმაღლესი განათლება;

· მაგისტრის/დოქტორის ხარისხი სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების ან მომიჯნავე დარგში; (დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესად);

· მინიმუმ 2 უცხო ენის სრულყოფილად ცოდნა, მათ შორის ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

· საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;

· მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
 

ძირითადი მოვალეობები:

· თანამდებობაზე ნიშნავს ასოციაციის აპარატის ცენტრალური და რეგიონული ოფისების თანამშრომლებს, იწვევს და აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;

· ნიშნავს პროექტის კოორდინატორებს, ზედამხედველობს მათ საქმიანობას;

· ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ასოცაციის ეროვნული ასამბლეის და აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობას;

· ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ეროვნული ასამბლეის, ასოციაციის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებათა განხორციელებას;

· ხელს აწერს ხელშეკრულებებს და ასოციაციის სხვა საფინანსო დოკუმენტებს;

· ასრულებს სხვა ორგანიზაციულ ფუნქციებს;

· ანგარიშვალდებულია ასოციაციის პრეზიდენტის და აღმასრულებელი საბჭოს წინაშე.

უნარ-ჩვევები:

· გუნდის მართვის უნარი;

· დაგეგმვისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;

· გუნდური მუშაობის უნარი;

· საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;

· პრეზენტაციის უნარი.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

· რეზიუმე (CV);

· სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებული);

· მაგისტრის/დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

· სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკურსის ეტაპები:

· პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

· მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;

· შერჩეული კანდიდატი დასამტკიცებლად წარედგინება ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს.
 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად

ა) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა

ბ) გასაუბრება

შრომითი ანაზღაურების ოდენობა - დარიცხული ხელფასი - 4,375 ლარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელფოსტის მისამართზე - jobs@nala.ge

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით 18:00 საათი.

 

იხილეთ ბმული