განაცხადების მიღება: ტრენერების ტრენინგი ადგილობრივ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე

2023-09-05

განაცხადების მიღება: ტრენერების ტრენინგი ადგილობრივ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაცია - ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, 2023 წლის 17-20 ოქტომბერს, თბილისში აწყობს ტრენერთა ტრენინგს ადგილობრივი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თემაზე.

ტრენერთა ტრენინგის მიზანია შექმნას ბაზა, რომელშიც გაერთიანდებიან ადგილობრივ დონეზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ტრენერები. მათი მომავალი საქმიანობა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას საქართველოში, მათი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მეტად ჩართულობის მოტივაციის გაზრდას.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია და აპლიკაციის ფორმა იხილონ  ბმულზე: