გურიის რეგიონში მომხდარი სტიქიის გამო ათეა სამძიმარს გამოთქვამს

2023-09-08

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია გურიის რეგიონში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს.
გურიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, მწუხარება გამოთქვეს ასოციაციის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტებმა.
,,საქართველო ისევ შეძრა სტიქიურმა უბედურებამ - გურიის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილ მეწყერს ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. მთელი გულით ვიზიარებ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, ახლობლების, მთელი საქართველოს გულისტკივილს. სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები“, - აღნიშნავს ათეას პრეზიდენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, კახა კალაძე.
,,მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა გურიაში სტიქიის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს მივუსამძიმრო. სტიქიის ადგილზე ყველა უწყების შესაბამისი სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და იმედს ვიტოვებ, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხადა ათეას ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.
,,უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გურიაში. მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარის გამო და სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამ მძიმე წუთებში გამძლეობას ვუსურვებ ყველას“, - აღნიშნავს ათეას ვიცე-პრეზიდენტი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ჩიქოვანი.