დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სხდომა
2022-12-26საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია ღვინაშვილი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორაგნიზებულ პირველ სამუშაო შეხვედრაში, სააგენტოს საბჭოს წევრის რანგში ჩაერთო.
სხდომა, რომელიც ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა, სააგენტოს წარმომადგენელმა, ნინო ველთაურმა გახსნა და მონაწილეებს საბჭოს ფუნქციებთან ერთად, სააგენტოს საქმიანობის მოკლე ანგარიში წარუდგინა.
მისი განცხადებით, სააგენტოს მიზანს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურაა, სამუშაოს მაძიებელთათვის დასაქმების შესაძლებლობის გაზრდა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება წარმოადგენს.
საბჭოს წევრებმა მომხმარებლების მხრიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სერვისების შესახებაც მოისმინეს ინფორმაცია და საბჭოს საქმიანობის 2023 წლის გეგმები მიმოიხილეს.
როგორც ნათია ღვინაშვილმა აღნიშნა, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და სამუშაოს მაძიებელთა სტაჟირებაში ხელშეწყობის ან სუბსიდირების საკითხების პარალელურად, მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე არსებული მითხოვნა-მიწოდების და ასევე, ცირკულარული შრომითი მიგრაციის საკითხების გათვალისწინება.
დღესვე, დისკუსიის ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე, მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლის ურთიერთდაკავშირების, მოწყვლადი და დაბალკონკურენტიანი ჯგუფების დასაქმებაში ხელშეწყობის, ასევე, სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვისა და შრომის ბაზრის მოთხოვნადი პროფესიების მონიტორინგის მნიშვნელობაზე.