ათეა მოხალისეთა საერთაშორისო დღეს უერთდება

2022-12-05

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მოხალისეთა საერთაშორისო დღეს უერთდება.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1985 წლის 17 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციაში ხაზი გაუსვა მოხალისეობრივი საქმიანობის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში და წევრ სახელმწიფოებს შესთავაზა ყოველწლიურად აღენიშნათ 5 დეკემბერი, როგორც მოხალისეთა საერთაშორისო დღე.

 აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თარიღი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ნაწილია, რომელშიც ათეა წევრ მუნიციპალიტეტებთან ერთად აქტიურადაა ჩართული.