ICMA-ს სიმფოზიუმი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის 9 ივნისი

2022-06-09

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პარტნიორი ორგანიზაცია - ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქის მენეჯერთა საერთაშორისო ასოციაცია (ICMA), ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული განვითარების საერთაშორისო სიმფოზიუმს მართავს.

სიმფოზიუმი, რომელიც ლონდონში, 8-9 ივლისს გაიმართება, 40 -მდე სესიად დაიყოფა და ისეთი მნიშვნელოვანი თემატიკები განიხილება, როგორებიცაა: ლიდერობა, მართვა, სოციალური მედიის გავლენა თვითმმართველობებზე, კლიმატური და ეკონომიკური განვითარება და სხვა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:https://icma.org/events/icma-international-professional-development-symposium-london-uk

თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია გისურვებთ წარმატებას!