სევდია უგრეხელიძემ ევროსაბჭოს კონგრესის მმართველი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

2019-06-26

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ევროპის საბჭოს კონგრესის ადგილობრივ თვითმმართველობათა პალატის წარმომადგენელმა - სევდია უგრეხელიძემ, უნგრეთის ქალაქ ვარპალოტაში, ევროსაბჭოს კონგრესის მმართველი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე, რომელიც მასპინძელი ქალაქის მერმა გახსნა,  ქალაქებისა და სოფლების ურთიერთკავშირის განვითარებაზე იმსჯელეს და აღნიშნული მიმართულებით, მუნიციპალიტეტების გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს.

სხდომის მონაწილეებმა  მუნიციპალურ საბჭოზეც ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

სევდია უგრეხელიძემ დისკუსიებშიც მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც, კომიტეტის წევრებმა მომავალი სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელეს.