ათეა-ს მიერ გამართული ტრენინგების სერია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში

2019-05-31

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი, ათეა-ს ექსპერტებთან - ნინო ზურაბიშვილთან და კახა გურგენიძესთან, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან - მზია გიორგობიანთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში გამართულ ტრენინგს - „თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელი“ დაესწრო.

ტრენინგზე, რომელიც ქვეყნის მუნიციპალიტეტებში თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების ე.წ. CLLD მიდგომების დანერგვას ისახავს მიზნად, თვითმმართველობის სამართლებრივ და სამოქალაქო ბიუჯეტირების საფუძვლებზე, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე, თემის მობილიზების ტექნიკასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.


საქართველოს ადგილობრივ თვითმმართვეობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ გამართული ტრენინგების სერია, რომელიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჯგუფებისთვის და თემის ლიდერებისთვის ეწყობა, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტებს მოიცავს.