საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას აიტი სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები:
** საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, გამართვა
** სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია შესაბამისი პოლიტიკის დაცვით.
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება – არანაკლები ერთი წელი
** დისტანციური დახმარების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Windows ოპერაციული სისტემების (XP, 7, 8) ცოდნა;
** Microsoft კლიენტ აპლიკაციების Office 2007, 2010, 2013 ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: jobs@nala.ge და “subject”-ის ველში მიუთითოთ განცხადების სახელი: “ვაკანსია IT-ი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
Add comment