სარჩევნო სუბიექტებისთვის კამპანიის სრულფასოვნად წარმოების მიზნით უწყებათშორისი კომისია ადგილობრივ თვითმართველობებს რეკომედაციას აძლევს.
კანცელარიაში უწყებათაშორისი კომისიის წევრები პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც თამარ კინწურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიას პოლიტიკურმა პარტიებმა იმ სირთულეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც გარკევულ რეგიონებში მათ ბეჭვდითი საარჩევნო სააგიტაციო მასალების საჯარო ადაგილებზე განთავსების თვალსაზრისით ექმნებათ.
„იმისთვის, რომ საარჩევნო სუბიექტებს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა მიეცეთ, კომისია ადგილობრივ თითმართველობებს მოუწოდებს იმ ადგილების არეალი გააფართოვონ, სადაც სააგიტაციო მასალების განთავსება იქნება შესაძლებელი და ასეთი ქმედებები მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში შეზღუდონ: კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში-საკულტო და კულტურული მემკვიდრეობით შენობა-ნაგებობებზე, ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერზე, საგზაო ნიშნებზე. ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაზღვრული კულტურულ-ეკონომიკური ინტერესები, ცალკელული არქიტექტურული ობიექტები, იერ-სახისა და მათი მხატვრულ-ესთეთიკური ღირებულებების მქონე ადგილებში. შეზღუდვა არ გავრცელდეს ელექტრონულ ბოძებზე, ზემოთ ჩამოთვლილი ადგილების გარდა, სააგიტაციო მასალის განთავსება კერძო პირების, ან ორგანიზაციების საკუთრებაში არსებულ შენობებზე, მათ მფლობელთა თანხმობის შემთხევევაში შეიძლება განხორციელდეს,“-განმარტა კინწურაშვილმა.
კინწურაშვილის განცხადებით, ადგილობრივ თვითმართველობებს ასევე მოუწოდებენ, მოახდინონ საარჩევნო სუბიექტების ინფორმირება იმ ადგილების შესახებ, სადაც სააგიტაციო მასალების განთვსებაზე შეზღუდვა ვრცელდება და მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია ცესკოს ორგანიზაციის ვებ გვერდზე განთავსების მიზნით.
Internet.ge
Add comment