+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

თამარ ტალიაშვილმა და დავით მელუამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

ოქტომბერი 25, 2019 /რედაქტორი -Admin

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტმა – თამარ ტალიაშვილმა და ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა – დავით მელუამ, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლებთან – იანა ბერიანთან, გიორგი დაბრუნდაშვილთან, დავით ქათამაძესთან და ლაშა ჭიჭინაძესთან, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან – გიორგი ტატუაშვილთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი ლიდერების ფორუმში მიიღეს მონაწილეობას.

ორდღიანი ღონისძიება, რომელიც ვილნიუსში გაიმართა, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და კარგი პრაქტიკის გაზიარებას ისახავდა მიზნად.

ფორუმზე, რომელსაც ევროპის ქალაქების და მუნიციპალიტეტების მერები, ასევე, ევროკომისიის, ევროპის საბჭოს, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს, ევროპის ადგილობრივი ხელისუფლების საკონსულტაციო პლატფორმის (PLATFORMA) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ლიეტუვის ცენტრალური ხელისუფლებისა და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს გენერალურ მდივათან ერთად, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა თამარ ტალიაშვილმა. .

სხდომაზე გამომსვლეთა ძირითადი აქცენტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მდგრადი განვითარების მთავარ პრიორიტეტებს, შედეგებსა და სამომავლო გამოწვევებზე გაკეთდა.

თამარ ტალიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური სრულყოფის პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და  მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციისა და ამ მიზნების შესრულებაში მუნიციპალიტეტების როლის გაზრდის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.  ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა ფორუმის მონაწილეებს  საქართველოს  დეცენტრალიზაციის რეფორმის მიღწევები გააცნო და ადგილებზე კარგი მმართველობის დამკვიდრების კუთხით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის როლსა და მიღწევებს გაუსვა ხაზი.

ღონისძიების მეორე დღე ლიეტუვას რესპუბლიკის საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო, სადაც ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სიტყვით მიმართა.

დავით მელუამ მოხსენებაში,  საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესზე ისაუბრა და ფართოდ მიმოიხილა ის საერთაშორისო პროექტები, რომლებიც საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. მანვე,  დამსწრე საზოგადოებას დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის მიზნები და ამოცანები გააცნო და ამ სტრატეგიის შესრულებაში ევროპული პარტნიორების მონაწილების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

თამარ ტალიაშვილმა  ევროპის საბჭოს კონგრესის სახელით აღმოსავლეთ პარტიორობის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების საჭიროებებზე და  პრიორიტეტბზე, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის პრინციპების რეალიზაციაში  კონგრესის როლზე გაამახვილა ყურადღება.  

დავით მელუამ კი, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, დეცენტრალიზაციის პროცესში ათეას როლზე, ინტერესთა ადვოკატირების ინსტრუმენტებზე და პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გზებზე ისაუბრა.

ფორუმის დასასრულს სამუშაო ჯგუფები შეთანხმდნენ რეკომენდაციათა პაკეტზე, რომელიც  ფორუმის შემაჯამებელი კომისიის მიერ დადებითად შეფასდა და შემდგომი რეაგირებისთვის  ევროკომისიას გადაეგზავნა.

ქართული დელეგაცია ვილნიუსში ევროსაბჭოს პოლიტიკური პლატფორმის (PLATFORMA) მიწვევით იმყოფებოდა.  

აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 საიუბილეო ფორუმი, ლიეტუვას ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის, ლიეტუვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პლატფორმის (PLATFORMA) ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.

 

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –