+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

თამარ ტალიაშვილი: ევროპის კავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს

ოქტომბერი 11, 2018 /რედაქტორი -Admin

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის  ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა – თამარ ტალიაშვილმა ათეა-ს აღმასრულებელ დირექტორთან  – დავით მელუასთან  ერთად, ბრიუსელში გამართულ ევროპის ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლებების კოალიციის (PLATFORMA) 10 წლის საიუბილეო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

,,ასეთი მაღალი რანგის ევროპულ სამიტზე საქართველოს ადგილობრვი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობა დასტურია იმისა, რომ ევროპის კავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს“- აღნიშნა ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა და დამსწრე საზოგადოებას იმ პოზიტიურ როლზე ესაუბრა, რასაც ევროპის კავშირი ასრულებს საქართველოში.

თამარ ტალიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 2030 (SDG) მიღწევისა და ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის წარმატებით  განხორციელებას გაუსვა ხაზი და  საქართველოს  ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისა და ფუნქციების გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

,,დღეს საქართველოს უმთავრეს პრიორიტეტს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების აღსრულება წარმოადგენს. ეს პროცესი უზრუნველყოფს სტრუქტურების, ინსტიტუციების, კანონმდებლობისა და პრაქტიკული სამუშაოების ფორმირებას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.
იმისათვის, რომ  თითოეულმა მოქალაქემ იგრძონოს საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, საქართველო აძლიერებს ადგილობრივ ხელისუფლებას“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა  ევროსაბჭოს ქვეყნების წარმომადგენლებს, თბილისის მაგალითზე, ადგილობრივი საერთაშორისო თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა გააცნო და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) და მერების შეთანხმების ფარგლებში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ განხორცილებული წარმატებული პროექტების შესახებ ისაუბრა. 

მანვე საქართველოს მიერ SDG -სა და დეცენტრალიზაციის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) როლს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ  მუნიციპალიტეტებს შორის დიალოგის ხელშეწყობასთან ერთად ათეა კოორდინაციას უწევს მათ, როგორც ცენტრალურ და რეგიონალურ, ასევე ევროპულ და გლობალურ სტრუქტურებთან.

კონფერენციის მონაწილეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დეცენტრალიზებული თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს  და ერთმანეთს საკუთარ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გამოცდილება გაუზიარეს.

დავით მელუამ აღნიშნული თემატიკის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლების ორგანოების იმ საჭიროებებზე ისაუბრა, რომლებიც მათ ევროკომისიის ახალი პოლიტიკის შესაბამისობასთან დაკავშირებით გააჩნიათ.

ქალაქ ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) ევროპის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ევროკომისიის ერთობლივი საკონსულტაციო პლატფორმის (PLATFORMA) 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაში, რომელიც  ბელგიის სახვითი ხელოვნების სამეფო მუზეუმში გაიმართა, ქართული მხრიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ნინო თვალთვაძე, ასევე ევროპის კავშირის ქვეყნებიდან, აღმოსავლეთ და სამხრეთ პარტნიორობის რეგიონებიდან წარმოდგენილი ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები საიუბილეო კონფერენციაზე ევროპის ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლებების კოალიციისა („პლატფორმა“ – PLATFORMA) და ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მოწვევით იმყოფებოდნენ. 

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –