2014 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში განახლდა სწავლება საჯარო მმართველობის და ადმინისტრირების პროგრამის შემდეგ კურსებზე:
- საჯარო ორგანიზაციების მართვა.
- ფინანსური მენეჯმენტი და შიდა აუდიტი საჯარო მოხელეთათვის.
- სახელმწიფო შესყიდვები.
- ადამიანური რესურსების მართვა და საქმის წარმოება საჯარო სექტორში.
მოდულები ისწავლება განახლებული მეთოდებით საჯარო ადმინისტრირების დარგში მომუშავე როგორც თეორეტიკოსი, ისე პრაქტიკოსი ტრენერების მიერ.
აღნიშნული პროგრამით სკოლაში ქართულენოვანი მსმენელთათვის სწავლა დაიწყება 2014 წლის 28 ივლისს, ხოლო არაქართულენოვანი მსმენელთათვის – 14 ივლისს, 10დღიანი ქართული ენის ინტენსიური კურსით. სწავლება დასრულდება 25 აგვისტოს.
რეგისტრაცია იწარმოებს 9 ივლისამდე.
Add comment