+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

შეხვედრა, ლიეტუვასა და საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის, გამოცდილების გაზიარების მიზნით

ივნისი 8, 2023 /რედაქტორი -Admin

ლიეტუვასა და საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის, გამოცდილების გაზიარების მიზნით, თბილისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

სემინარი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მხარდაჭერითა და  ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR ), ასევე  ლიეტუვას ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის (ALAL) ორგანიზებით მოეწყო.  

შეხვედრა გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, (ALAL) -ის აღმასრულებელმა დირექტორმა – რომა ჟაკაიტიენემ, საქართველოში ლიეტუვას ელჩმა – ანდრიუს კალინდრამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა – ნიკოლოზ როსებაშვილმა, ასევე   CEMR- ის გენერალურმა მდივანმა, ფაბრიციო როსიმ და CEMR-ის ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს წევრმა – ნინო რუხაძემ.

 გამომსვლელებმა ორი ქვეყნის მეგობრობაზე ისაუბრეს და საქართველოსა და ლიეტუვას მუნიციპალიტეტებს შორის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მიღწეულ კონკრეტულ შედეგებზე გაამახვილეს ყურადღება.

ღონისძიება ორ სესიად დაიყო, სადაც სემინარის მონაწილეებმა რეგიონის განვითარებაში მუნიციპალიტეტების როლზე, ასევე ქვეყნებში თვითმმართველი ერთეულების ფინანსური გათანაბრების ეფექტიან პოლიტიკაზე იმსჯელეს.

ლიეტუვას მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან, CEMR -ის ქართული დელეგაციის წევრებთან და ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოდან სესიებში ჩართულნი იყვნენ ათეას აღმასრულებელი დირექტორი, დავით მელუა, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, ბექა ვაჭარაძე და თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი, გაიოზ თალაკვაძე.

სემინარის მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლოდ კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

შეხვედრა დავით მელუამ, PLATFORMA-ს ოფიცერთან, ბელა ცხელიშვილთან ერთად შეაჯამა.

აღსანიშნავია, რომ ლიეტუვას დელეგაცია,  დედაქალაქის  მუნიციპალიტეტის მოწვევით, CEMR -ის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 6-7 ივნისს თბილისში გაიმართება.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –