+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
    • English
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English

SEEDGUARD-ის სასწავლო ტური მცხეთისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში

აპრილი 11, 2025 /რედაქტორი -NALAG

პროექტის „აგრო-თესლების მცველები ბიომრავალფეროვნების, აგრობიომრავალფეროვნების, ეკოსისტემური სერვისებისა და კლიმატის ადაპტაციისთვის – SEEDGUARD“ ფარგლებში, მცხეთისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ორდღიანი სასწავლო ტური გაიმართა.

სასწავლო ტური საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა.) ორგანიზებით მოეწყო და მასში ჩართულნი იყვნენ ბულგარეთის, თურქეთისა და რუმინეთის ადგილობრივი თვითმმართველობების ასოციაციების წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი პარტნიორები ადგილობრივ ფერმერებს, თესლის მწარმოებლებსა და აგრომეწარმეებს შეხვდნენ.

10 აპრილს, სტუმრები ეწვივნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში — წილკანსა და ჯიღაურაში არსებულ ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებს. პროექტის მონაწილეებმა ადგილზე მოისმინეს ინფორმაცია და გაიცნეს ის პრაქტიკები, რომლებიც საქართველოში ვაზის საკოლექციო ნარგაობის, ძველი ბოსტნეულის ჯიშებისა და ტრადიციული ლანდშაფტების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას ემსახურება.

11 აპრილს, დელეგაცია მარნეულის მუნიციპალიტეტში გაემგზავრა, სადაც სტუმრებს დეტალურად წარუდგინეს ადგილობრივი თესლის მწარმოებლებისა და ფერმერების საქმიანობა, ასევე ის მიღწევები, რაც საქართველოში ხორბლის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება.

ტურის ფარგლებში, უცხოელმა პარტნიორებმა მოინახულეს სოფელ მარადისში მოქმედი ქალთა კოოპერატივი  „მწვანე მარადისი“. მათ დაათვალიერეს სადემონსტრაციო ნაკვეთი და ადგილზე გაეცნენ ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოების ტექნოლოგიებსა და სასათბურე მეურნეობის სამუშაო პროცესს.

სასწავლო ტური კოლეჯში „მოდუსი“ დასრულდა, სადაც დელეგაციის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი თესლის მწარმოებლების და ადგილობრივი აგრომეწარმეების საქმიანობის, ასევე მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო რესურსების შესახებ.

პროექტი SEEDGUARD ევროკავშირის თანადაფინანსებით ხორციელდება და მასში ჩართულნი არიან შავი ზღვის რეგიონის ოთხი ქვეყნის წარმომადგენელი ორგანიზაციები: ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივ ხელისუფლებათა კავშირი (ბულგარეთი-წამყვანი პარტნიორი); აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტო (თურქეთი); ასოციაცია Global Project (რუმინეთი) და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (საქართველო).

პროექტის მიზანია ბოსტნეულის ტრადიციული ჯიშებისა და თესლის დაცვა, აგრობიომრავალფეროვნებისა და ჯანსაღი საკვების მრავალფეროვნების შენარჩუნება, აგრეთვე სასურსათო უსაფრთხოებისა და ეკოსისტემური სერვისების გაუმჯობესება.

SEEDGUARD-ი, ასევე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობის მოდელის დემონსტრირებას, რაც გულისხმობს ადგილობრივი თემის მონაწილეობით ძველი, ტრადიციული ჯიშების თესლის კოლექციებისა და ბანკების შექმნას.

#seedguard

ფოტო გალერეა

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –