ევროკავშირის პროექტის N4ED ფარგლებში მიმდინარე საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის მმართველმა კომიტეტმა გამარჯვებული მუნიციპალიტეტები შეარჩია.
აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტის წევრებმა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში (NALAG) გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. სადაც დეტალურად იქნა განხილული შეფასების კომისიის დასკვნები.
ასოციაციამ, პროექტის – „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) – ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა, რომელშიც ოცდაოთხმა მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა.
კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონია, 19 დეკემბერს დაგეგმილ, საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნულ კონფერენციაზე გაიმართება.
Add comment