+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი ლიდერების რიგით მეოთხე ფორუმზე მოხსენებით გამოვიდენ

დეკემბერი 3, 2022 /რედაქტორი -Admin

საქართველოს დელეგაციამ, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი ლიდერების რიგით მეოთხე ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ბრიუსელში გამართულ ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, ათეას აღმასრულებელ დირექტორთან – დავით მელუასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა – ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტმა – ნინო რუხაძემ და ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა – ლევან ჟორჟოლიანმა.

ფორუმის მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მდგრადი განვითარების მთავარ პრიორიტეტებზე და განსაკუთრებული აქცენტი დეცენტრალიზაციის რეფორმასა და მწვანე პოლიტიკის შედეგების მნიშვნელობაზე გააკეთეს.

დღევანდელ შეხვედრაზე, მომხსენებლებმა, რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის მუნიციპალიტეტებსა და რეგიონში არსებული მდგომარეობაც შეაფასეს.

ნინო რუხაძემ სიტყვით გამოსვლისას უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა და ფორუმის ორგანიზატორებსა და ევროკავშირს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

,,ფასდაუდებელია თქვენი მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი. ჩვენ გვესმის, რომ ევროპაში გეოპოლიტიკური ლანდშაფტი მკვეთრად შეიცვალა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რამაც ახალი მოთხოვნების წინაშე დაგვაყენა. აღნიშნული კი, ყველა არსებული თანამშრომლობის ახალ ფორმატებს გვკარნახობს. ახალი მოთხოვნაა, რომ ევროკავშირმა მოიპოვოს უფრო მყარი დასაყრდენი სამეზობლოში და ასევე, დააჩქაროს აღმოსავლელი პარტნიორების – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესი“, – განაცხადა ნინო რუხაძემ.

CEMR-ის ვიცე-პრეზიდენტმა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ადგილობრივი ხელისუფლების როლზე და მის ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ევროპულ ასპარეზზე მუნიციპალიტეტების გააქტიურება, მხოლოდ ეფექტიანი დეცენტრალიზაციის ძალისხმევით მიიღწევა, რაც პირველ რიგში, ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებას გულისხმობს.

დეცენტრალიზაციის შესახებ გამართულ სესიაში ჩაერთო ათეას აღმასრულებელი დირექტორი – დავით მელუა, რომელმაც ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური სრულყოფის პროცესში, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას დეცენტრალიზაციის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ლევან ჟორჟოლიანმა კი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მწვანე დღის წესრიგის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და განმარტა, რომ გარემოსდაცვითი დღის წესრიგის მიზნებს ქვეყნის პრიორიტეტებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

“2012 წლიდან საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები „გარემოსდაცვითი გარდაქმნის“ მიმართულებით. მწვანე დღის წესრიგი ხელისუფლების ყველა დონეზე მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ეს მიდგომა ასახულია იმ სამართლებრივ აქტებში, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს.

ვინაიდან ჩვენი ქვეყნის მიზანია გახდეს ევროკავშირის წევრი, ხელისუფლება კვლავ აგრძელებს რეფორმებს. საქართველომ ახლახან მიიღო სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი,რომლის სამოქმედო გეგმაც 5 ძირითად მიმართულებას – დეკარბონიზაციას, ენერგო ეფექტურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შიდა ენერგეტიკულ ბაზარს, კვლევას, განვითარებასა და ინოვაციას მოიცავს,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა და რეფორმების გატარების პროცესში, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო დონორების ჩართულობისა და მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

დღესვე, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს წამყვან ქალაქებში დანერგილ მიდგომებზე და განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც გარემოსდაცვის მიზნებისთვის ხორციელდება.

ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარე ფორუმში, ევროპის ქალაქების და მუნიციპალიტეტების მერები, ასევე, ევროკომისიის, ევროპის საბჭოს, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს, ევროპის ადგილობრივი ხელისუფლების საკონსულტაციო პლატფორმის (PLATFORMA) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

ღონისძიება ნინო რუხაძემ, მოლდოვის ადგილობრივი ხელისუფლების კონგრესის აღმასრულებელმა დირექტორმა – ვიორელ ფურდუისმა და ევროპის კომიტეტის წარმომადგენელმა – დაინის ტურლაისმა შეაფასეს და ფორუმის მონაწილეებთან ერთად, სამომავლო გეგმებზე შეჯერდნენ.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –