საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ოფიციალური პირები დღეს სასწავლო ვიზიტით პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) გაემგზავრნენ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წევრები გამართავენ შეხვედრებს ქალაქების პრაღის და პისეკის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ოფიციალურ პირებთან. ასევე შეხვედრა გაიმართება ჩეხეთის პარლამენტსა და ჩეხეთის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ასოციაციაში.
განსახილველ საკითხთა შორისაა დეცენტრალიზაციის ჩეხური გამოცდილება, იურიდიული ზედამხედველობის პროცედურები, გარემოს დაცვა და ენერგოეფექტურობა მუნიციპალურ დონეზე, ფინანსებისა და ბიუჯეტირების პროცედურები, ქონების მართვა და ა.შ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალიტეტების ოფიციალური პირები ასევე ეწვევიან ქალაქ ლიტომერიცეს, სადაც გაეცნობიან ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების, მოქალაქეთა მონაწილეობის, მუნიციპალური სერვისების მიწოდებისა და კერძო და საჯარო პარტნიორობის შესახებ საკითხებს.
საქართველოს დელეგაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, ბატონი დავით ჯიქია ხელმძღვანელობს.
Add comment