+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

საქართველო ევროპულ სექციაში

ივნისი 17, 2022 /რედაქტორი -Admin

საქართველო და უკრაინა ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ევრაზიის სექციიდან ევროპის სექციაში გადავიდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ბიურომ მიიღო,  რომელიც რამდენიმე სექციად, კერძოდ კი , ევროპის – ,,ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონების საბჭოთი – CEMR, ასევე, დსთ-ის წევრი და ევროკავშირის არაწევრი ევროპული სახელმწიფოების მუნიციპალიტეტებით დაკომპლექტებული – ევრაზიის სექციებად იყოფა.

“მეგობრებო, მოგესალმებით ევროპული მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში! კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩვენს ოჯახში.  ჩვენი მუნიციპალური მოძრაობა ძლიერია როგორც არასდროს” – ასე გამოეხმაურა აღნიშნულ სიახლეს ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს გენერალური მდივანი – ფაბრიციო როსი.

მსოფლიო კონგრესის ბიუროს გადაწყვეტილებას ისტორიული სამართლიანობის აღდგენა უწოდა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი ტყემალაძემ და ევროპელ კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.   

“აღდგა ისტორიული სამართლიანობა და ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველო და უკრაინა ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ევრაზიის სექციიდან ევროპის სექციაში გადავიდნენ.

რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს გადაწყვეტილება ჩვენი მრავალწლიანი ბრძოლითა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით იქნა მიღებული”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ორგანიზაციის პირველ ვიცე – პრეზიდენტთან ერთად,  აღნიშნულ პროცესში, ათეა-ს აქტიურ ჩართულობას გაუსვეს ხაზი, CEMR -ის ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა – ნინო რუხაძემ და ევროპის საბჭოს კონგრესში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოსა და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა – ლევან ჟორჟოლიანმა.

მათი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, იმ მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგია, რომლებიც საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ   საქართველო ევრაზიის სექციაში მე-20 საუკუნის ბოლოს შეიყვანეს, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. 2005 წლიდან კი, კერძოდ მას შემდეგ, რაც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია დაფუძნდა, ორგანიზაციამ დაიწყო ზრუნვა არსებული უსამართლობის აღმოსაფხვრელად.

2008 წელს, საქართველომ მსოფლიო კონგრესს მიმართა თხოვნით, ქვეყნის ევრაზიის სექციიდან ევროპის კავშირის სექციაში გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულ პროცესს წლების განმავლობაში ხელს უშლიდა რუსეთი.

წინააღმდეგობების მიუხედავად,  2010 წელს, ათეამ  CEMR-ს კვლავ მიმართა, რომ ორგანიზაცია, საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლის  სტატუსით  მიეღოთ, რაც მალევე, ევროპელი კოლეგების დახმარებითა და თანადგომით გახდა შესაძლებელი.  

2010 წლიდან, საქართველოს მოთხოვნას ევროპის სექციაში გადაყვანასთან დაკავშირებით უკრაინაც შეუერთდა, რამაც რუსეთის პოზიცია მნიშვნელოვნად შეასუსტა, ხოლო აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკამ, ამ გზაზე, საქართველოს წარმატება კიდევ უფრო შესაძლებელი გახადა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია  (NALAG) უკვე  18 წელია ჩართულია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების  პროცესში.

ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნებული ორგანიზაცია  საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს აერთიანებს და  სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით მუშაობს.  

ასოციაცია თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ გაერთიანებებთან.

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) არის საქართველოს მთავრობის პარტნიორი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თვითმმართველობათა პალატაში დელეგაციის წარდგენისას და ასევე, დეცენტრალიზაციის საკითხებში.

აღნიშნული ორგანიზაცია ერთადერთია კავკასიის რეგიონში, რომელიც ევროკომისიის საკონსულტაციო პლატფორმის წევრია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. აღნიშნულ პლატფორმაში გაწევრიანებულია ევროკავშირის ყველა ქვეყანა, საქართველოს კი სწორედ ათეა წარმოადგენს.

იხილეთ ვიდეო

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –