2013 წლის 6 იანვარს „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან აქცია გამართეს. მათი პროტესტი გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების შემადგენლობამ გამოიწვია. აქციაზე შეიქმნა 5-კაციანი საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელმაც საკრებულოს კანცელარიაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, საკრებულოს თავმჯდომარის- დავით თოფურიასა და მისი მოადგილის-დავით კაჭარავას გადადგომის მოითხოვნით განცხადება შეიტანა.
Add comment