2012 წლის 17 დეკემბერს „ქართული ოცნების“ 100-მდე ადგილობრივი აქტივისტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში შეიჭრა. აქციის მონაწილეები გამგებლის კაბინეტში შევარდნენ და მას პოსტის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს. თუმცა ქობულეთის გამგებელმა უარი განაცხადა ხელი მოეწერა გადადგომის შესახებ „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ მომზადებულ განცახდებას. მისი განმარტებით მხოლოდ საკრებულოს აქვს უფლება დაითხოვოს თანამდებობიდან. „ქართული ოცნების“ არც ერთი აქტივისტი პოლიციას არ დაუკავებია.
Add comment