საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის – თამარ ტალიაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ჩრდილოეთ ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გაემგზავრა, სადაც ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონების საბჭოს -“CEMR” კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
სამდღიან აკონფერენციაზე, რომელიც ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრაქტიკაში განვითარებასა და ადგილობრივ პოლიტიკაში მრავალფეროვნების ახალი მიდგომებით დანერგვას ისახავს მიზნად, ,,ათეა“-ს ვიცე – პრეზიდენტი გენდერული თანასწორობის საკითხების თემაზე პრეზენტაციით წარსდგება.
დელეგაციის შემადგენლობა, ასევე რამდენიმე შეხვედრას დაესწრება და სხვადასხვა თემების განხილვის დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენცია – “თანასწორობის მრავალფეროვნება და ჩართულობა” 13 ივნისს დასრულდება.
Add comment