+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საგრანტო კონკურსის ფარგლებში 11 გამარჯვებული ქალი დაფინანსდება

აგვისტო 30, 2021 /რედაქტორი -Admin

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის მიმდინარე საგრანტო კონკურსის ფარგლებში ორი სამიზნე თვითმმართველი ერთეულიდან 11 გამარჯვებული ქალი, მათ შორის, 4 სენაკის, 7 კი,  ონის მუნიციპალიტეტიდან გამოვლინდა.

22 ბენეფიციარიდან წარმოდგენილი ბიზნეს გეგმები პროექტის ექსპერტებმა განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეარჩიეს. ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება, შეფასების კომისიის მიერ, თითოეულ განაცხადზე შეფასების აქტების შემუშავებითა და მათი შეჯერების შედეგად იქნა მიღებული, რაც ასევე, კომისიის სხდომის ოქმსა და დასკვნაში აისახა.

როგორც პროექტის ექსპერტმა, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ  – ნათია ღვინაშვილმა განმარტა, შეფასების კომისიის შემადგენლობა და ჩართულობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კონკურსის მნიშვნელობასა და გამჭვირვალობას.

,, შეფასების კომისია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე – ნინო წილოსანი ხელმძღვანელობს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის ათეა-ს პარტნიორი, ევროპის  რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა  საბჭოს (CEMR)   წარმომადგენლებითა და ექსპერტებითაა დაკომპლექტებული. ასეთი წარმომადგენლობითი შემადგენლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  კონკურსანტების შერჩევის პროცესი კვალიფიციურად და რაც მთავარია, ობიექტურად წარიმართა“,- განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.   

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა 44 ბიზნეს იდეა წარმოადგინეს, საიდანაც პროექტის კრიტერიუმები 22 -მა ბენეფიციარმა დააკმაყოფილა. კერძოდ, 11 განაცხადი ონში, ხოლო 4 სენაკში,  დანარჩენი კი,  უწერის, ღების, ღარის, ასევე, ძველი სენაკის, ნოქალაქევისა და ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ქალებს ეკუთვნოდათ.  

ბიზნეს განაცხადები ხუთ ნაწილად დაიყო და  ვაჭრობის, წარმოების, მომსახურების, ასევე, ტურიზმის სფეროებსა  და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებს მოიცავდა.  

მათ უმრავლესობას ე.წ. ,,start-up’’ წარმოადგენდა, რაც კონკურსის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად განიხილებოდა. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ისეთ პროექტებს მიექცა, რომლებიც  შიდა მიგრაციის შემცირებას, მუნიციპალიტეტებში დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას, ასევე, ტურიზმის, აგროსექტორისა და სხვა მიმართულებების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში გამარჯვებული ქალების გამოვლენით, აღნიშნული პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა. სექტემბრიდან კი, დაგეგმილია ბენეფიციარების საჭირო ინვენტარით აღჭურვა და განმეორებითი საველე მონიტორინგი, სადაც  ნათია ღვინაშვილთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ექსპერტი – შორენა კოჭლამაზაშვილი იქნება ჩართული.

საგრანტო კონკურსი, რომელიც მუნიციპალიტეტებში ინსტიტუციონალიზაციის გზით, გენდერული ბალანსის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ასევე  გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება. 

 

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –