კონფერენცია ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციისა (KS) და „საქართველოს ადგილობრივთვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ (NALAG), 2015-2018 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეოსაქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების და აჭარის თვითმმართველობების წარმომადგენლებმა; თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, NALAG აღმასრულებელი საბჭოს წევრმა თამარ ტალიაშვილმა; გენდერულ საკითხებში ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისექსპერტმა ლის შანკემ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული საბჭოს წევრებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული საბჭოს წევრებიმა; ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების – NDI, UNDP, ALDA-ს წარმომადგენლებმა მიიღეს.
კონფერენციის მიზანია „ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში” ევროპული ქარტიის პრინციპებისდანერგვისთვის, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, ქალთა და მამაკაცთათანასწორობის საკითხებით დაინტერესებული საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების გაერთიანება. ადგილობრივთვითმმართველობაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა.
ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობა წარმოადგენს ფუნდამეტურ უფლებას და არსებით ფასეულობას ყველა დემოკრატიისათვის. იმისათვის, რომ ეს უფლება რეალიზებულ იქნას, არა მარტო კანონით უნდა იქნას აღიარებული, არამედ ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებულიყველა ცხოვრებისეულ ასპექტში.
კონფერენციაზე აჭარის ადგილობრივ თვითმმართველობებში გნდერული ბალანსის მხრივ არსებული პრობლემებზე, გამოწვევებზე, საკანონმდებლო ცვლილებებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრეს.
ევროპულ გამოცდილებასა და ქარტიის საქართველოში დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათაასოციაციის ექსპერტიმა ლის შანკემ.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია: ქალები ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში – პერსპექტივები და გამოწვევები საქართველოში. დისკუსიაში მონაწილეობას, რეგიონის საკრებულოს წევრები, არასამთავრობო სექტორი და გენდერულ საკითხებით დაინტერესებული ყველაპირი იღებდა.
აღნიშნული კონფერენცია საქართველოს თვითმმართველობებში ქარტიის დანერგვისთვის გადადგმული კონკრეტული, მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
კონფერენციის სლოგანია – თანასწორობა იძლევა შედეგს!
Add comment