2012 წლის 17 დეკემბერს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ 50 აქტივისტი ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრა და საკრებულოს მუშოაბის გაგრძელების საშუალება არ მისცა. შედეგად ფოთის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია და სხდომის გაგრძელება ვერ შეძლო. სამართალდამცველების მხრიდან ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება არ მომხდარა, ადგილობრივი ხელისუფლების არჩეულ წარმომადგენლებს თავიანთი მანდატის განხორციელების საშუალება არ მიეცა.
Add comment