+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ოთარ გრიგოლია: „ქართველები უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ“

მარტი 23, 2022 /რედაქტორი -Admin

„ჩვენ, ქართველები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. მინდა გამძლეობა ვუსურვო უკრაინელ და ქართველ მებრძოლ ხალხს . დიდება უკრაინას!“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, ევროპის საბჭოს კონგრესში წარდგენილი ქართული დელეგაციის წევრმა, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ – ოთარ გრიგოლიამ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 42-ე პლენარულ სესიაზე, კიევის მერის – ვიტალი კლიჩკოს ონლაინ ჩართვისა და უკრაინის დელეგაციის წევრების მიმართვის შემდეგ გააკეთა.

ოთარ გრიგოლიას განცხადებით, საქართველოს დელეგაცია კონგრესში, უკრაინის სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი. მისივე თქმით, აღსანიშნავია წევრი სახელმწიფოების ძლიერი და მტკიცე პოზიციები ევროპის საბჭოდან რუსეთის გარიცხვის შესახებ, რაც პასუხად მოჰყვა ჩვენს კონტინენტზე გაჩაღებულ ომს.

„კონგრესმა უნდა გააგრძელოს ამ ორგანიზაციის ძირითადი ღირებულებების მხარდაჭერა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ყველა საჭირო მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინელ ხალხს. მინდა, ასევე აღვნიშნო აგრესორის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების განგრძობადი ერთიანობა, შეუპოვრობა და თანმიმდევრული პოზიცია. ჩვენ, ქართველებს ძალიან კარგად გვესმის აგრესიითა და ოკუპაციით, ცეცხლში გახვეული ქალაქებით, სამოქალაქო მსხვერპლით, იძულებითი დევნილობითა და ადამიანური ტანჯვით გამოწვეული ტკივილი. საქართველო უკვე დიდი ხანია განიცდის აგრესიას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელიც ყველა საერთაშორისო ვალდებულების დარღვევით ხორციელდება“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა, ასევე გაიხსენა 2019 წელი, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს რამდენიმე წევრ სახელმწიფოსთან ერთად შეეწინააღმდეგა ორგანიზაციის წესებში ცვლილებებს, რომელმაც საშუალება მისცა რუსეთის ფედერაციას კვლავ დაბრუნებულიყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, იმ პირობებში, როდესაც ის იყო ქვეყანა, რომელმაც ყირიმის ანექსია მოახდინა.

პლენარული სესიის ამავე ნაწილში, საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა კონგრესის მიერ ერთსულოვნად მიღებულ დეკლარაციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ომის შესახებ. დეკლარაციაში მკაცრად არის დაგმობილი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი. კონგრესი რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ და უპირობოდ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, გმობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიასა და რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ ერთეულებად აღიარებას, ასევე, გმობს მის მცდელობებს უკრაინის ხერსონის რეგიონის ასეთივე უკანონო ერთეულად გამოყოფის შესახებ.

კონგრესი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის დემოკრატიის იმ პრინციპებსა და ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე თავდასხმა, რომელსაც იცავს და ავითარებს ევროპის საბჭო. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დემოკრატია, მრავალდონიანი მმართველობა და ადამიანის უფლებები ომზე ძლიერი ღირებულებებია. კონგრესი მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით და ევროპისა და არამხოლოდ ევროპის ყველა ადგილობრივი და რეგიონული დონის თემს უკრაინის, მისი ხალხისა და ხელისუფლების მიმართ ურყევი სოლიდარობისკენ და მტკიცე მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

The Russian Federation’s war against Ukraine

 

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –