საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), მიერ ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში (CEMR) წარდგენილმა წევრმა, (CEMR) ვიცე- პრეზიდენტმა და თბილისის საკრებულოს წვერმა – ნინო რუხაძემ, CEMR -ის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
ორდღიან შეხვედრაზე, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართა, CEMR -ის გენერალური მდივანი აირჩიეს. სხდომის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, ფრედერიკ ვალიე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას წლების მანძილზე იკავებდა, იტალიელმა – ფაბრიციო როსიმ ჩაანაცვლა.
კომისიის სხდომის მეორე დღე კი, წინა წლის ანგარიშის განხილვასა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობას დაეთმო.
შეხვედრის მონაწილეებმა, CEMR -ის 2022 წლის ფინანსური დოკუმენტიც განიხილეს და საბჭოს მიერ ჩატარებულ კვლევებსა და სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR) უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ ასოციაცია (NALAG) ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს 2010 წლიდან შეუერთდა.
Add comment