ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, განვითარების ახალი ხედვა, სასურველია ეფუძნებოდეს იმ ძირითად პოსტულატებს, რომლებიც პროცესს უფრო მონაწილეობითსა და წარმომადგენლობითს გახდის.
კონგრესის გენერალური მდივნის არჩევნები ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 43-ე პლენარული სხდომის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც იღებს მონაწილეობას.
შეხვედრა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მწვავე გამოვლინებებზე და ფემიციდის პრევენციის მიმართულებით, სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების მიდგომებზე არსებულ გამოწვევებსა და პრაქტიკაზე მსჯელობას დაეთმო.
საუკეთესო პრაქტიკების პროგრამის მმართველი კომიტეტის პირველ სხდომაზე, 2021-2022 წლების საუკეთესო პრაქტიკის პროგრამისთვის (BPP), 14 საკონკურსო თემა შეირჩეს.
UCLG-ის მსოფლიო საბჭოს სხდომაზე გაჟღერდა ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ევროპის სექციის მიერ შემუშავებული უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია, რომელიც მკაცრად გმობს რუსეთის შეჭრას და გაუმართლებელ, სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მონიტორინგის მეთოდოლოგია, რომელსაც სახალხო დამცველი კონგრესის მხარდაჭერით შეიმუშავებს, სტამბოლის კონვენციის პრევენციის სვეტზე დაფუძნებული დოკუმენტი იქნება.
ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის საკითხების, სამართლებრივი ჩარჩოსა და პრინციპების გაცნობის მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, ათ სამიზნე მუნიციპალიტეტში, ტრენინგები ჩაატარა.
ღონისძიება, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, სამომავლო სტრატეგიული მიზნების დასახვის მიზნით მოეწყო.
მონაწილეებმა ფორუმზე დოკუმენტი შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც, ათეა, როგორც თვითმმართველობების ქოლგა ორგანიზაცია, საკუთარი წევრი მუნიციპალიტეტების ინტერესებს დაიცავს და იქნება მათი ქმედითი წარმომადგენელი, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
CEMR-ის ორგანიზებით, ტრენერთა ტრენინგი გაიმართა, სადაც გენდერული თანასწორობის ევროპული ქარტიის ადვოკატირებისა და მისი პრინციპების განხორციელების მიმართულებით, ასევე, ეროვნული კოორდინატორების გაძლიერების მიზნით, რეკომენდაციები იქნა წარმოდგენილი.
GIZ -ის მიერ გამართული შეხვედრა, რომელსაც საქართველოსა და გერმანიის წარმომადგენლებთან ერთად, ბელორუსიის, მოლდოვასა და სომხეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, SDG - ლოკალიზაციისა და შესაძლებლობების გაძლიერების თემებზე მსჯელობას დაეთმო
ევროპული ადგილობრივი დემოკრატიის კვირეულის მიმდინარეობისას, ათეას წვერი ქვეყნების მუნიციპალიტეტებს, ასევე, საშუალება ეძლევათ მიიღონ კვირეულის „პარტნიორის“ სტატუსი.
ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი, იმ თვითმმართველ ერთეულებთან მართავს კონსულტაციებს, რომლებსაც ამ დრომდე არ აქვთ დამტკიცებული გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმები.
სამუშაო შეხვედრები, რომელიც პირველად, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოეწყო, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის საკითხების, სამართლებრივი ჩარჩოსა და პრინციპების გაცნობას შეეხებოდა.
შეხვედრაში, ათეა-ს პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან - გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი - ლევან ჟორჟოლიანი, ასევე, დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენელი - ოთარ გრიგოლია იყვნენ ჩართულნი.
გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესის მხარდაჭერისა და აღნიშნული მიმართულებით, თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), სამიზნე მუნიციპალიტეტბთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს.