სტრატეგიის მიზანია წარმართოს ათეას მუშაობა მის წევრ მუნიციპალიტეტებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მუნიციპალური მართვის მორგება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან.
კომიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგს ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის შესახებ, შეიმუშაოს ასოციაციის სტრატეგია ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და კოორდინაცია გაუწიოს მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ საქმიანობას.
ნინო რუხაძემ UCLG -ის ევრაზიის სექციაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების წევრობის საკითხზე ისაუბრა და გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტსა და კოლეგებს მოუწოდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიები ჩამოერთვას UCLG-ის ევრაზიის სექციას.
ანტიდისკრიმინაციული პრინციპების დაცვის მიმართულებით, მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევების დაძლევისა და კარგი პრაქტიკების გაზიარების მიზნით, უცხოელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით, მასშტაბური შეხვედრა გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას, ათეას წარმომადგენელმა თურქეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა, რის შემდეგაც ლევან ჟორჟოლიანმა, მონიტორინგის მისიის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ასოციაციის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, თვითმმართველობების მხარდაჭერა წარმოადგენს, შესაბამისად, ფინანსურ დოკუმენტში წარმოდგენილი პარამეტრები აღნიშნული მიმართულებით არსებული ღონისძიებების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
როგორც ნათია ღვინაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და სტაჟირებაში ხელშეწყობის ან სუბსიდირების საკითხების პარალელურად, მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე არსებული მითხოვნა-მიწოდების და ასევე, ცირკულარული შრომითი მიგრაციის საკითხების გათვალისწინება.
სხდომაზე, რომელშიც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი იღებდა მონაწილეობას, განსაკუთრებული ყურადღება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების შემუშავებაზე იმსჯელეს.
დაჯილდოების ცერემონიაზე, სპეციალური პრიზები და სიგელები ხაშურის, ქუთაისის, ქედის, ფოთისა და ჩოხატაურის, ასევე, ბათუმის, ზუგდიდის, ონის, დუშეთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ.
გიორგი ტყემალაძემ 2022 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მეხუთე ეროვნული კონფერენციის მუშაობასა და საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.
კონფერენციის მიზანს პრაქტიკოსთა პლატფორმის შექმნა და ადგილობრივი ხელისუფლების გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და კლიმატის მმართველობის საკითხების ირგვლივ გაერთიანება წარმოადგენდა.
ათეას მიერ განხორციელებული საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის მმართველმა კომიტეტმა, 2022 წლის გამარჯვებული მუნიციპალიტეტები გამოავლინა.კონკურსზე გამარჯვებული თვითმმართველი ერთეულების საკონკურსო პროექტები, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი 47 განაცხადიდან შეირჩა.
ღონისძიებაზე, რომელსაც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვიანშვილი ესწრებოდა, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდასა და პოლიტიკაში ჩართული ქალების მიმართ ძალადობის და ფემიციდის აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და MAC Georgia-ს ორგანიზებით, დასკვნითი კონფერენცია, სახელწოდებით - „დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ გაიმართა.
ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელსაც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორი და ექსპერტი-ნათია ღვინაშვილი უწევდა ფასილიტაციას, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, განცხადებით, შეხვედრა ემსახურება მუნიციპალიტეტების გამოცდილებების გაცვლას უფრო მწვანე, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნის პროცესში, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივ დონეზე მდგრადი ცვლილების მომტანი იქნება.