სიახლეები
28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების საფინანსო დეპარტამენტების წარმომადგენლებისათვის გაიმართება ტრენინგები თემაზე ”საჯარო ინვესტიციების მართვა მუნიციპალურ დონეზე”.
23 სექტემბერს ქ.ფოთში თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრები ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს მაია სიდამონიძეს შეხვდნენ და ტურიზმის განვითარებაში ადგილობრივი თვითმმართველობების როლის შესახებ ისაუბრეს.
8-9 სექტემბერს ასოციაციის პრეზიდენტი მამუკა აბულაძე მონაწილეობას მიიღებს ქ.პოზნანში დაგეგმილ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის (CORLEAP) დამფუძნებელ კონფერენციაში.
7-14 სექტემბერს სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების საფინანსო დეპარტამენტების წარმომადგენლებისათვის გაიმართება ტრენინგები თემაზე ”საჯარო ინვესტიციების მართვა მუნიციპალურ დონეზე”.
ა.წ. 1 სექტემბრიდან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია გადადის ახალ მისამართზე: ქ. თბილისი, 0171, მ. კოსტავას ქ. #75ა. ბინა #65.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტების გამო და სამძიმარს უცხადებს ნორვეგიელ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებსა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციას.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო მართვის აკადემიათა ქსელთან ერთად აცხადებს ტენდერს სასტუმრო მომსახურეობის შესყიდვისთვის
8-11 ივლისს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საკრებულოების წარმომადგენლები ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის გასაცნობად ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ.

27-29 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე ”მულტიეთნიკური მმართველობა”.

24 ივნისს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან ერთად საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა დავით მელუამ მონაწილეობა მიიღო ევროპის საჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა სამუშაო ვიზიტით ნორვეგიაში იმყოფებოდა.