სიახლეები
14 ივლისს გაიმართა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, წევრები გაეცნენ ასოციაციის მიმდინარე პროექტებს და დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
11 ივნისს საქართველოს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის მისია ეწვიაა. მისია საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის პროგრესს შეაფასებს და სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს.
1 მაისს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციაში ლიტვის სეიმის წევრთა და ასოციაციის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა შედგა.

30 აპრილს სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” თვითმმართველობათა ქართულ-ლიტვური ფორუმი გაიმართა.
29 მარტს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებითა და USAID-ის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა ეროვნული სემინარი თემაზე:”დეცენტრალიზაცია და მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში: მიღწევები და გამოწვევები”.
17 თებერვალს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. აღმასრულებელმა საბჭომ შეაჯამა 2011 წლის საქმიანობა, დაამტკიცა ასოციაციის 2012 წლის სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი.

თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის დელეგაციამ ქ. ბრიუსელში მონაწილეობა მიიღო ევროპის რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების საბჭოს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
7 დეკემბერს, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა კვლევის- ”ადგილობრივ დონეზე ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სოფლის რეაბილიტაციის ხარჯების მონიტორინგი საქართველოში”- პრეზენტაცია.

15-16 ნოემბერს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე ”მუნიციპალიტეტების როლი რეგიონულ განვითარებაში -მიღწევები და გამოწვევები”

18-20 ოქტომბერს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 21-ე სამუშაო სესიაში.

10-15 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის კვირეული ჩატარდება.ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული ყოვეწლიური ღონისძიებაა, რომელიც აღინიშნება ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში.