+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ნათია ღვინაშვილმა SDG მიზნების ლოკალიზაციის მიმართულებით, ბერლინში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მაისი 24, 2023 /რედაქტორი -Admin

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში ეროვნულმა კოორდინატორმა და ექსპერტმა – ნათია ღვინაშვილმა, ბერლინში გამართულ ორდღიან კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ადგილობრივ დონეზე განხორციელებაზე მსჯელობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული პრიორიტეტებისა და გამოცდილების გაზიარებას დაეთმო. 
ღონისძიება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, პროექტის „ გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის ინსტიტუციური ინტეგრაცია ბელარუსსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში“ ფარგლებში მოეწყო და მასში საქართველოდან, უკრაინიდან, ასევე მოლდოვადან, ბელორუსიდან და გერმანიიდან წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოების 50 -მდე ექსპერტი იყო ჩართული. 
კონფერენცია გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და დორტმუნდის ორგანიზაციის (IBB) წარმომადგენლებმა. გამომსვლელებმა შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განმარტეს, რომ კონფერენციის უმთავრეს მიზანს სტრატეგიული SDG- ლოკალიზაციისთვის მრავალმხრივი მიდგომებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მათი აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა ქვეყნების კონტექსტში გადატანა წარმოადგენს. 
კონფერენციაზე, რომელიც რამდენიმე სესიად დაიყო, შეხვედრის მონაწილეებმა SDG-ის განხორციელებისა და ლოკალიზების კუთხით, გერმანიაში, ასევე საქართველოში, სომხეთში, ბელორუსში, უკრაინასა და მოლდოვაში არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს. 
ნათია ღვინაშვილმა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციის პროცესში ათეას ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ორგანიზაციის პრიორიტეტებზე, ასევე ათეას იმ პლატფორმებსა და პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება, რაც შესაძლოა, SDG-ების ლოკალიზების პროცესში, ეფექტიან ინსტრუმენტებად იქნეს გამოყენებული. 
კონფერენციაზე, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ქართველი, უკრაინელი, მოლდოველი და ბელორუსი ექსპერტების მიერ წარდგენილ პრეზენტაციებს გაცნობოდნენ და ქვეყნებში, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზაზე მიღწეულ პროგრესზე, ასევე, მრავალმხრივი ჩართულობის ინკლუზიური მექანიზმების წარმატებულ პრაქტიკაზე და პარტნიორობის ინოვაციური გზების შესახებ ემსჯელათ. 
შეხვედრა ჯგუფურ სამუშაოებსაც მოიცავდა, რა დროსაც ექსპერტებმა SDG -ის მიზნებზე, მათ შორის, წყლის მდგრადი მართვის, ენერგეტიკული სიღარიბის სოციალური შედეგების, მწვანე ზრდისა და მდგრადი და წრიული ეკონომიკის მოდელებზე, ასევე, სოციალურად სამართლიანი კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის საკითხებზე საკუთარი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს.
კონფერენცია „თავისუფალი განხილვების“ შეფასებითა და სამომავლო გეგმების განხილვით დასრულდა, სადაც ათეას წარმომადგენელმა, მონაწილეებს ათეას საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა გააცნო და ქართველ კოლეგასთან ერთად ადგილზე შემუშავებული პრეზენტაცია-“ღონისძიების მდგრადი მენეჯმენტი“ წარუდგინა. 
​პროექტს – „გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის ინსტიტუციური ინტეგრაცია ბელარუსსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში“, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , GmbH და განათლებისა და შეხვედრების საერთაშორისო ცენტრთან (IBB) GmbH ერთად ახორციელებს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერაა დაფინანსებული.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –