+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ნათია ღვინაშვილი: ქვეყნის დონეზე ეფექტიანი სისტემური ნაბიჯების გადადგმა, მუნიციპალური სამოქმედო გეგმების გარეშე შეუძლებელია

აგვისტო 1, 2022 /რედაქტორი -Admin

გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ინიციატივით, სამიზნე მუნიციპალიტეტების პირველი პირებისთვის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრას, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში ეროვნული კოორდინატორი და გენდერის ექსპერტი – ნათია ღვინაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან – მზია გიორგობიანთან ერთად უძღვებოდა.

​ნათია ღვინაშვილმა დამსწრე საზოგადოებას, კიდევ ერთხელ გააცნო ასოციაციის პრიორიტეტები და ძირითადი აქცენტი,  ათეა-ს მიერ შემუშავებული სარეკომენდაციო ხასიათის გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების სახელმძღვანელოზე გააკეთა.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა სახელმძღვანელოს პრინციპებზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ დოკუმენტი, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაძლიერების საერთაშორისო ჩარჩოებს ეფუძნება, თვითმმართველ ერთეულებს, ადგილზე არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე ორიენტირებული დოკუმენტის ჩამოყალიბებაში ეხმარება.

მანვე, ასოციაციის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე ქვეყნის ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს აქტიურ ჩართულობას გაუსვა ხაზი.

,, დემოკრატიის შენების პროცესში, ქვეყნის დონეზე არსებული სისტემური გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანასწორობის პრინციპების დანერგვისა და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს მოწესრიგების გარეშე წარმოუდგენელია, მისი მიღწევა კი,  გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმებისა და სხვადასხვა პროგრამებში გენდერული პრინციპების ასახვის გარეშე გარდაუვალია.  აღნიშნულიდან გამომდინარე, ათეა-მ, როგორც ქვეყნის 64-ვე თვითმმართველი ერთეულის გამაერთიანებელმა ქოლგა ორგანიზაციამ, აიღო პასუხისმგებლობა, რომ წევრ მუნიციპალიტეტებს მხარი დაუჭიროს გენდერული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებაში“, – განაცხადა ნათია ღვინაშვილმა და განმარტა, რომ თავადვე აქტიურად ჩაერთვება და საექსპერტო დახმარებას გაუწევს კონკრეტულ მუნიციპალიტეტს, აღნიშნული დოკუმენტის უშუალოდ შემუშავების პროცესში.
​
​ნათია ღვინაშვილმა ასოციაციის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებისთვის საჭირო კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ათეა აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს შეხვედრებს. კერძოდ, ვორქშოფები და ტრენინგები აქტიურად განახლდება აგვისტოს ბოლოდან, რათა მუნიციპალიტეტებმა შემოდგომის მეორე ფაზაში შეძლონ დოკუმენტების დამტკიცება.

მზია გიორგობიანმა კი, გენდერული თანასწორობისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და მუნიციპალიტეტებში, როგორც სამართლებრივი კუთხით, ისე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ ასპექტში, შესაბამისი ინსტრუმენტების დანერგვისა და განხორციელების მექანიზმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე, რომელიც დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, მონაწილეებმა აღნიშნული მიმართულებით თვითმმართველ ერთეულებში არსებული გამოწვევებიც განიხილეს და მათი აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ათეას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

როგორც ნათია ღვინაშვილმა განმარტა, ასოციაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა მოსაზრებები და რეკომენდაციები, რაც სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებს მეტად ეფექტიანსა და მოქნილს გახდის.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში იმ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და აპარატში გენდერული თანასწორობის მიმართულებით დასაქმებული პირები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებსაც მიმდინარე პერიოდში არ აქვთ დამტკიცებული სამოქმედო გეგმები.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –