ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის(NALAG) ორგანიზებით, მცხეთაში, თემაზე-„ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობაადგილობრივ თვითმმართველობაში – ევროპული ქარტიის პრინციპები“ კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ნორვეგიის ადგილობრივ დარეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციისა (KS) და „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ (NALAG) მიერ, 2015-2018 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
მასში მონაწილეობა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დირექტორმა დავით მელუამ, მცხეთა-მთიანეთისმხარის გუბერნატორის მოადგილემ მანანა ნარიმანიძემ, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, NALAG-ისაღმასრულებელი საბჭოს წევრმა თამარ ტალიაშვილმა, გენდერულ საკითხებში ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ექსპერტმალის შანკემ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა დათბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების – NDI, UNDP, ALDA-ს წარმომადგენლებმა მიიღეს.
კონფერენციის მიზანია ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში ევროპული ქარტიის პრინციპებისდანერგვისთვის, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, გენდერული საკითხებითდაინტერესებული საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების გაერთიანება, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა პოლიტიკურიმონაწილეობის გაზრდა. კონფერენციაზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული ბალანსის მხრივ არსებულიპრობლემებზე, გამოწვევებზე, საკანონმდებლო ცვლილებებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე იმსჯელეს. ევროპულ გამოცდილებასა და ქარტიისსაქართველოში დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ექსპერტიმა ლის შანკემ. საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრმა, მარიამ ჯაშმა პარლამენტის გენდერული გეგმის შესახებ პრეზენტაციაც წარადგინა.
ღონისძიების დასასრულს, სახელწოდებით: “ქალები ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში – პერსპექტივები და გამოწვევები საქართველოში” დისკუსიაც გაიმართა. მასში მონაწილეობას, რეგიონის საკრებულოს წევრები, საქართველოში გენდერული საკითხებით დაინტერესებულიორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იღებდნენ.
კონფერენციის სლოგანია – „თანასწორობა იძლევა შედეგს!“
Add comment