ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა „ქართული ოცნების“ 20 აქტივისტის მიერ არის პიკეტირებული. საკრებულოს სხდომა, რომელზეც საატესტატო კომისიის მიერ დასახელებული გამგებლის კანდიდატურის განხილვა იგეგმებოდა, ჩაიშალა. მუშაობის საშუალება არ ეძლევათ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. აქციის მონაწილეები არ ეთანხმებიან გამგებლის დასახელებულ კანდიდატურას და საკრებულოს წევრთა გადადგომას მოითხოვენ.
Add comment