საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის“ ფარგლებში აცხადებს კონკურს რეგიონებში არსებულ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
კონკურსის მიზანი: გამოავლინოს რეგიონში დაფუძნებული აიპ რომელიც ჩაატარებს კვლევას საქართველოს ყველა რეგიონში ადგილობრივი აიპ-ის შესახებ. კვლევა უნდა მოიცავდეს სრულ ინფორმაციას იმ ორგანიზაციების შესახებ რომლებიც შერჩეულ იქნება კვლევისთვის,
კონკურსის მოთხოვნები:
- აპლიკანტმა უნდა გადმოაგზავნოს ინფორმაცია მისი ორგანიზაციის შესახებ: საიდენტიფიკაციო კოდი, ხელძღვანელის სახელი გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია.
- ორგანიზაცისს გამოცდილება ბოლო 3 წლის განმავლობაში.
- სამოქმედო კალენდარი, ბიუჯეტი და გეგმა თუ როგორ განახორციელებს კონკურსის მიზანს.
- შერჩეული აიპ რაოდენობას რეგიონების მიხედვით და შერჩევის კრიტერიმუები.
- შეთავაზების პაკეტი არ უნდა აღემატებოდეს 4 A4 ზომის ფურცელს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ აიპ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია რეგიონში, გააჩნია გარკვეული გამოცდილება.
საკონკურსო წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 26 მაისი 18:00
საკონკურსო წინადადება იგზავნება office@nala.ge
ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტს.
Add comment