+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

კახა კალაძემ ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

თებერვალი 21, 2020 /რედაქტორი -Admin

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტმა – კახა კალაძემ ახალგაზრდული ფორუმის ,,ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა. 

დედაქალაქის მერმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფორუმი ყოველ წელს უფრო და უფრო მასშტაბური ხდება.

,,ეს არის საუკეთესო პლატფორმა იმისთვის, რომ ვიმსჯელო, თუ რა არის გასაკეთებელი ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, რა არის გამოსასწორებელი. ამ პროცესში თქვენი, ახალგაზრდების ჩართულობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც გაქვთ განსხვავებული მოსაზრებები, ინოვაციური მიდგომები და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში.   

პრემიერმა ისაუბრა, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის განათლება და განათლების რეფორმა. ჩვენ შეგვიძლია, ძალიან ბევრი ვისაუბროთ სხვადასხვა მიმართულებაზე, არაერთი პროექტის განხორციელებაზე, თუმცა ყველაფერი დაფუძნებულია განათლებაზე. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი წავა სწორედ ამ მიმართულებით, რათა, რაც შეიძლება მეტი განათლებული ახალგაზრდა ჰყავდეს ქვეყანას. შემდეგ უკვე, თქვენი განათლება უნდა გამოვიყენოთ საქართველოს საკეთილდღეოდ.

მე, როგორც დედაქალაქის მერს, ძალიან მეამაყება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტში არაერთ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ. აქ ვხედავ ნაცნობ სახეებს, რომლებთან ერთადაც ამ პროექტებს უკვე მესამე წელია ვახორციელებთ. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. პირიქით, ჩართულობის მეტი შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენი ხედვები და იდეები ვაქციოთ რეალობად.

კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი და ხვალინდელი დღე, ამ ფორუმის ფარგლებში, რეალურად მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იმსჯელოთ სხვადასხვა საკითხსა და იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაწუხებს ყველას. ასევე, დასახოთ გეგმები, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები, რომელიც განსაკუთრებით ადგილობრივი მმართველობის დონეზე გვაქვს და გვაწუხებს ყველას.

მინდა, წარმატებები გისურვოთ და იყავით დარწმუნებულები იმაში, რომ როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობები, დედაქალაქის მერია ყოველთვის მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ და ერთად განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც თქვენ თვლით საჭიროდ ქვეყნის განვითარებისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ორდღიანი ახალგაზრდული  ფორუმი – ,,ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ თბილისის მუნიციპლიტეტის საკრებულოს ინიციატივით,  ათეა-სა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების მხარდაჭერითა და ქალაქ ბათუმის მუნიციპლიტეტის მერიისა და სსიპ „ახალგაზდრობის რეგიონული ცენტრის“ ორგანიზებით იმართება.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –