+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

კახა კალაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა

მარტი 9, 2022 /რედაქტორი -Admin

ათეა-ს პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი – კახა კალაძე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა რიგით მეშვიდე ეროვნულ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„მინდა, გამოვეხმაურო უკრაინაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას. რასაკვირველია, ეს ყველას გვაშფოთებს და არ მეგულება ადამიანი, რომელიც მძიმედ არ რეაგირებდეს ყოველდღიურად გავრცელებულ კადრებზე, რომელიც უკრაინელი ხალხის ტრაგედიას ასახავს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს.

რამდენიმე დღის წინ, როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ჩემს მოლდოველ კოლეგასთან ერთად, წერილით მივმართე კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს, სატელეფონო საუბარიც მქონდა მასთან. ასევე, სატელეფონო საუბარი მქონდა ხარკოვის მერთან, იგორ ტერეხოვთან. რასაკვირველია, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და მათ სურვილს, რომ იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში, სადაც არავინ დაუნგრევს სახლებს, ტყვიების წვიმაში არ მოხვდებიან მათი შვილები, სარდაფებში და ბომბსაცავებში არ მოუწევთ ღამეების გათენება.

ვუყურებ ქალაქების დაბომბვის, ნგრევის კადრებს და ვფიქრობ, რომ ყველაფერს ეშველება, ყველაფრის აღდგენა იქნება შესაძლებელი, მაგრამ შეუძლებელია წართმეული სიცოცხლის დაბრუნება. სამწუხაროდ, ყოველდღიურად იზრდება რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა რიცხვი და ეს ყველაზე მტკივნეული და დამანგრეველია.მინდა, გულით ვუსურვო უკრაინელ ხალხს მშვიდობა და ქვეყნის აღდგენა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უკრაინისა და მისი მოქალაქეების დახმარების მიზნით, საქართველო ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს.

„გავაგრძელებთ უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერას. ვისაც შეგვიძლია, გვერდით დავუდგეთ. საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მეგობარი ქვეყნის თანადგომა, ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებს გამოუთქვა მხარდაჭერა. ისინი დღეს უზრუნველყოფილნი არიან, საცხოვრისით და საკვებით. ამაში ჩართულია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე, რიგითი, მოქალაქეები, რისთვისაც მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –