23 იანვარს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს დავით მესროფაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საკრებულოს სხდომას კოალიცია ,,ქართული ოცნების” 40-მდე აქტივისტი ესწრებოდა. აქტივისტები საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. საკრებულოს ხელმძღვანელს სახის არეში სილურჯეები ეტყობა. კასპის გამგებლის ოლეგ იაძის განცხადებით, ეს აქტივისტთა იგივე ჯგუფია, რომელიც მას უპირისპირდება. პოლიციამ საკრებულოს თავმჯდომარის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
Add comment