+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ისტორიები ქალებზე, რომლებმაც ბიზნეს იდეები რეალობად აქციეს

დეკემბერი 27, 2021 /რედაქტორი -Admin

პოსტპანდემიური კრიზისის დაძლევის მიმართულებით, არაერთი ღონისძიება ტარდება, განსაკუთრებული აქცენტი კი, რეგიონებზე კეთდება, სადაც კოვიდ -19-ის გავლენა ყველაზე მეტად აისახა.

აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), რომელმაც ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, საგრანტო კონკურსი დაიწყო და ადგილობრივ ქალებს ბიზნესის წამოწყების ან მისი გაფართოების შესაძლებლობა მისცა.

აღნიშნული კონკურსი, რომელიც GIZ-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან – საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG) და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციასთან (GFA) თანამშრომლობით განახორციელა, ბიზნეს იდეის შემუშავებასა და მის განსახორციელებლად გრანტის სახით, 2000 ევროს ღირებულების საწარმოო ინვენტარის შეძენას ითვალისწინებდა.

მაშინ, როდესაც პანდემიის გამო ყველაფერი და მათ შორის, სასწავლო დაწესებულებებიც ჩაიკეტა, მარიამ რეხვიაშვილმა საკუთარ სახლში ნამცხვრებისა და ტორტების ცხობა დაიწყო.
როდესაც GIZ-ის კონკურსის შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა მუშაობა და ოჯახზე ზრუნვა ერთმანეთისთვის შეეთავსებინა და საყვარელი საქმით საკუთარი შემოსავალიც გაეზარდა.

,,რთულია 3 მცირეწლოვანი შვილის დატოვება და შესაბამისად, სულ ვფიქრობდი ისეთი საქმე წამომეწყო, რომელსაც სახლში, ჩემს შვილებთან ერთად გავაკეთებდი და თან ფინანსურადაც მოვძლიერდებოდი. თვითნასწავლი კონდიტერი ვარ, რის გამოც ვერ ვბედავდი სხვა პროექტებში ჩართვას, თუმცა აღნიშნულმა პროგრამამ, რომელიც დამწყები ბიზნესმენების ხელშეწყობაზე იყო ორიენტირებული, სტიმული მომცა და პროექტის დაფინანსებით, დღეს უკვე ის ინვენტარი მაქვს, რის შეძენასაც, მხოლოდ საკუთარი ფინანსური რესურსებით ვერ გავწვდებოდი.

პანდემიიდან გამომდინარე, აუცილებლად სრულად დავიცავ რეგულაციებს და პროდუქციას შეფუთული სახით ჩავაბარებ მაღაზიებში. სამომავლოდ კი, ვაპირებ სპეციალური კურსების გავლას და აუცილებლად ვიზრუნებ ბიზნესის განვითარებაზე“,- აღნიშნა ონის მკვიდრმა მარიამ რეხვიაშვილმა, რომელსაც გრანტის სახით, გაზქურა, მაცივარი, საკონდიტრო მიქსერი, საცხობი ფორმები და სხვა საჭირო ნივთები გადაეცა.

პანდემიის პერიოდში ტრანსპორტის არარსებობის გამო ბიზნეს იდეა გაუჩნდა შორენა ბიძიშვილსაც, რომელიც, მხოლოდ საკუთარი სახლისთვის კერავდა ფარდებს, პროექტში გამარჯვებისა და ინვენტარის შეძენის შემდეგ კი, უკვე მზადაა საოჯახო სასტუმროებს მის მიერ შექმნილი ტექსტილი შესთავაზოს.

აღსანიშნავია, რომ დამწყებ ბიზნესმენს პროგრამის დაფინანსების ფარგლებში, საკერავ მანქანასთან ერთად, ვაკუუმური საუთოო და სამუშაო მაგიდები, ასევე ორთქლის უთო გადაეცა.

,, კოვიდ 19 -ის მიუხედავად ონს მაინც სტუმრობენ ტურისტები, შესაბამისად დატვირთულია საოჯახო სასტუმროებიც.
ვინაიდან პოსტ-პანდემიის დროსაც ჭირს პროდუქციის ტრანსპორტირება, გადავწყვიტე თავად შევქმნა ტექსტილი და ადგილობრივი სასტუმროები თეთრეულის ნაკრებით, საწოლის გადასაფარებლებითა და ფარდებით მოვამარაგო“, – განაცხადა ონის მკვიდრმა – შორენა ბიძიშვილმა.

საკუთარი საქმიანობის უკეთ წარმოჩენისა და მომხმარებლისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე იზრუნა, ონში მდებარე სოციალური საწარმოს ,,ედენა“ თანამშრომელმა – ანა ზარდანაშვილმა, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ლოკაცია – სოციალური ეთნო-მაღაზია და მისი ეზო, კიდევ უფრო მიმზიდველი და რაც მთავარია უსაფრთხო გახადა.

,, ჩვენს მაღაზიაში ადგილობრივი დამსვენებლებისა და ტურისტების ნაკადი არ წყდებოდა. შესაბამისად, მომხმარებლის მხრიდან იყო მოთხოვნა, დაგვედგა მაგიდები, სადაც სტუმრები ყავის დალევას შეძლებდნენ.

მაღაზიისთვის ამ ფუნქციის შემატების მოთხოვნა და სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ გადავწყვიტე GIZ-ის კონკურში მეცადა ბედი. საბედნიეროდ ჩემმა ბიზნეს იდეამ მოწონება დაიმსახურა და გრანტის ფარგლებში ცხელი და ცივი, ასევე ქვიშაზე მოსახარში ყავის აპარატებთან ერთად, დახლ-მაგიდა, პატარა მაცივარი და ეზოს მაგიდა და სკამები შეგვიძინეს.

აღსანიშნავია, რომ ეზოს სკამის დიზაინი, დისტანციის დაცვის მხრივ, პანდემიის რეგულაციებს შეესაბამება, აღნიშნული კი, საშუალებას მოგვცემს უფრო თამამად გავუმასპინძლდეთ სტუმრებს“, – აღნიშნა ანა ზარდანაშვილმა.

სახელოსნოში -,,ედენა“, რომელიც ტრადიციული რეწვის შენარჩუნებასა და ხელობის მომავალი თაობისთვის გადაცემაზე ზრუნავს, 15 -მდე ადამიანი, მათ შორის 2 შშმ პირია დასაქმებული.
რაჭული სუვენირების საამქრო, ასევე, ხელს უწყობს ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზებაში.

მრავალპროფილიანი საწარმოს გახსნასა და ბავშვების დასაქმებას გეგმავს – ვენერა ხახუბია- ესებუაც, რომელიც წლებია თექაზე მუშაობს და ნახატებსა თუ სხვადასხვა აქსესუარებს მოსწავლეებთან ერთად ქმნის.

ძველი სენაკის მკვიდრი, პანდემიამდე, ტურისტებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლოკაციაზე, ისტორიულ, რვასაუკუნოვან ჭადრის ხესთან აწყობდა გამოფენებს, თუმცა კოვიდ – 19-ით გამოწვეული კრიზისი, მის საქმიანობაზეც აისახა და ახლა მხოლოდ კერძო შეკვეთებითაა დაკავებული, რომელიც ძირითადად დღესასწაულებზე ხდება მოთხოვნადი.

,,ტენდენციები იცვლება და მინდა ჩემი პროდუქცია კიდევ უფრო გავამრავალფეროვნო, თუმცა თექა პრიორიტეტად დარჩება. ჯერჯერობით 18 მოსწავლე მყავს. ვცდილობ ბავშვებს ხელსაქმე ვასწავლო, რაც მჯერა რომ სამომავლოდ დადებითად აისახება მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. იმედი მაქვს, ჩემი მოსწავლეები სტიმულს მისცემენ თანატოლებს და მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა ვენერა ხახუბია-ესებუამ.

მისივე თქმით, GIZ-ის პროგრამის ფარგლებში შეძენილი ინვენტარი- სარეცხის მანქანა, სამუშაო და საუთოო მაგიდები, საშრობი, ლეპტოპი, ფერადი ჭავლური პრინტერი და სხვა სპეციალური ხელსაწყოები, ხელოვანს, თექის ეფექტიან დამუშავებასა და უფრო დახვეწილი და ხარისხიანი პროდუქციის შექმნაში დაეხმარება. აღნიშნული კი, სამომავლოდ ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

საგრანტო კონკურსი, რომელიც მუნიციპალიტეტებში ინსტიტუციონალიზაციის გზით, გენდერული ბალანსის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ასევე გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში განხორციელდა.

სტატია მომზადებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) – ფარგლებში. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივი მხარის სისწორესა და მასში გამოთქმულ მოსაზრებებზე.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –