საქართველოს ადგილობრივი ეროვნული თვითმმართველობის ასოციაცია პროექტის “ადგილობრივი ხელისუფლება, როგორც განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მამოძრავებელი ძალა”(LADDER) ფარგლებში, ახორციელებს „ მოქალაქე ჟურნალისტის“ ქსელის შექმნის ინიციატივას, რომელიც მხარდაჭერილი იქნება საერთაშორისო დონეზე.
- თუ თქვენ ხართ ჟურნალისტიკის მოყვარული
- თუ დაინტერესებული ხართ გლობალური საკითხებით (მიგრაცია, ადამიანის უფლებები, განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სამოქალაქო ჩართულობა, ახალგაზრდების ჩართულობა, სოლოდარობა, ქალთა უფლებების, მულტიკულტურალიზმი და სხვ.)
- თუ ბრძანდებით თქვენი ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქე ევრორკავშირის ან სამეზობლო ქვეყნებიდან
- თუ ფლობთ ინგლისურ ენას სრულყოფილად
მაშინ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა აღნიშნულ ინიციატივაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი http://www.ladder-project.eu/wp-content/uploads/2015/05/LADDER_citizen_jounalists.pdf
ან დაგვიკავშრდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbokuchava@nala.ge
Add comment